“რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი მატჩის წინ, “ბარსელონას” შანსები შეაფასა. როგორც იცით, საშინაო არენაზე კატალონიელები 1:3 დამარცხდნენ და მათ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დარჩენილ გუნდთან დიდი დეფიციტის აღმოფხვრა მოუწევთ.
“ფეხბურთში და მითუმეტეს ორმატჩიან დაპირისპირებებში ყველაფერი შესაძლებელია. ბოლო მომენტამდე კარგად თამაში მოგვიწევს, რადგან პირველ შეხვედრაში “ბარსელონას” საკმარისად ბევრი მომენტი ჰქონდა გამარჯვების მოსაპოვებლად.”-ამბობს ზიდანი.
მატჩი ამაღამ, თბილისის დროით 01:00 საათზე გაიმართება. სამწუხაროა, რომ “ბარსელონას” გუნდის კაპიტანი, ანდრეს ინიესტა დააკლდება.



