“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ესპანეთის სუპერ თასზე დღეს გასამართ მატჩში მისი გუნდის მეტოქის, მადრიდის “რეალის” ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაციაზე საუბრობს.
რონალდუს, “ბარსელონასთან” 3 დღის წინ გამართულ შეხვედრაში წითელი ბარათის მიღებისა და მსაჯისთვის ხელის კვრის გამო, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. პორტუგალიელი, დღევანდელი მატჩის გარდა, ლა ლიგის საწყის ოთხ ტურსაც გამოტოვებს.
“არ ვიცი, რამდენად სამართლიანია რონალდუს სასჯელი. ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით.
არ ვარ ინფორმირებული, რა წერია რეგლამენტში. იურიდიულ საკთხებში ძლიერი არ ვარ.” – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.



