როგორც ცნობილია, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კლუბის აღზრდილ საყრდენ ნახევარმცველზე, სერჟი სამპერზე იმედებს არ ამყარებს და კატალონიელები 22 წლის ფეხბურთელის კვლავ იჯარით გაშვებას გეგმავენ.
სამპერმა, რომელიც “ბარსელონას” აკადემიაში 6 წლის ასაკიდან ირიცხება, გასული სეზონი “გრანადაში” გაატარა, მაგრამ ეს სეზონი მისთვისაც და კლუბისთვისაც წარუმატებელი გამოდგა.
Sport-ის ცნობით, კატალონიელი ფეხბურთელის დამატებით “ჟირონა”, “ლას პალმასი და “სენტ ეტიენი” არიან დაინტერესებულნი.



