მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ “ბარსელონასთან” ესპანეთის თასზე გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს. ეს მას შემდეგ დადასტურდა, რაც სააპელაციო კომიტეტმა პორტუგალიელს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
რონალდუმ, “ბარსელონასთან” თამაშში, 2 ყვითელი ბარათი მიიღო – პირველი მაისურის გახდისთვის, მეორე კი სიმულიანტობისთვის. ამ ბარათების გამო, რონალდუს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
გაბრაზებულმა ფეხბურთელმა არბიტრს ხელი უბიძგა, რის გამოც, მის დისკვალიფიკაციას კიდევ 4 თამაში დაემატა.
ეს ნიშნავს, რომ რონალდუ “ბარსელონასთან” მატჩს, რომელიც 16 აგვიტოს (თბილისის დროით უკვე 17 აგვისტოს, 01:00 საათზე) გაიმართება, ნამდვილად გამოტოვებს.



