კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” სურს უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერები დააჩქაროს და მიმდინარე კვირაშივე დაასრულოს, რისთვისაც კლუბი მზადაა თითო ფეხბურთელში 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.
ფილიპე კოუტინიო და უსმან დემბელე მსგავს სიტუაციებში არიან – ორივე მათგანს “ბარსელონაში” თამაში უნდა, კატალონიელთა ინტერესს ორივეს კლუბი ადასტურებს, მაგრამ ტრანსფერს “ლივერპულიც” ეწინააღმდეგება და “დორტმუნდიც”.
“ბარსელონაში” კი, “რეალთან” წაგების შემდეგ, ყველამ დაინახა, რომ ცვლილებები აუცილებელია. კატალონიელებმა გადაწყვიტეს, მთავარ ორ სამიზნესთან მიმართებაში, მოლაპარაკებები დააჩქაროს და როგორც დემბელე, ასევე კოუტინიო მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიმატოს.



