კატალონიური კლუბის ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე, “რეალთან” თამაშის წინ, მისი გუნდის ძალებში დარწმუნებულია.
“გუნდი თავს კარგად გრძნობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ესპანეთის სუპერ თასს მოვიგებთ.
“რეალის” წინააღმდეგ ყველა თამაში განსაკუთრებულია. როდესაც მეტოქეს უფრო მეტი თამაში აქვს მოგებული, ვიდრე შენ, სიტუაცია უნდა შეცვალო.
ჩვენ ჩვენი ძალა არ დაგვიკარგავს. თუმცა, თუ ახალ ფეხბურთელებს დავიმატებთ, შემადგენლობა უფრო ძლიერი გახდება.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.
“ბარსელონასა” და “რეალს” შორის ესპანეთის სუპერ თასის თამაშები დღეს და 16 აგვისტოს გაიმართება.


