მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“დორტმუნდი” დემბელეს ტრანსფერზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

“დორტმუნდი” დემბელეს ტრანსფერზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

დორტმუნდის “ბორუსიამ” დღეს ოფიციალურად დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ უსმან დემბელეს ტრანსფერზე წარმატებას ვერ მიაღწია.

“ბორუსიამ” “ბარსელონასთან” 20 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ნამდვილად გამართა, შეხვედრის დროს კატალონიელებმა შეთავაზებაც გააკეთეს.

“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” დემბელეს შეძენის სურვილი ნამდვილად გამოხატეს, თუმცა კლუბები საერთო შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ, ამიტომ “დორტმუნდმა” ტრანსფერზე უარი თქვა.

არსებული მოცემულობით, “ბარსელონამ” შესაბამისი შეთავაზება არ გააკეთა, შეთანხმება არ არსებობს, ამიტომ ტრანსფერი რეალურობას მოკლებულია.” – აცხადებენ გერმანული კლუბის წარმომადგენლები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში