“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, “ბარსელონას” ლეგენდა პეპ გვარდიოლა კატალონიელთა საყრდენი ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის შეძენითა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Onda Cero ავრცელებს.
“ქალაქელები” ბუსკეტსის შეძენის სურვილს ჯერ კიდევ 2 წლის წინ გამოთქვამდნენ და ისინი 29 წლის შუახაზელის ტრანსფერს კვლავ მიუბრუნდნენ.
პეპ გვარდიოლა ბუსკეტსს შესანიშნავად იცნობს. “ბარსას” პირველ გუნდში ფეხბურთელი სწორედ კატალონიელმა სპეციალისტმა დააწინაურა.
ბუსკეტსს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა.



