“რეალ სოსიედადის” მცველი, ინიგო მარტინესი ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიის “ბარსელონაში” არ გადაბარგდება, იტყობინება El Mundo Deportivo.
მარტინესის შეძენა პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს სურვილი იყო და ხელმძღვანელობაც მზად იყო 32 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეიცვალა.
საქმე იმაშია, რომ კლუბი ახალგაზრდა ბრაზილიელ მცველს, მარლონ სანტოსს ენდობა, გარდა ამისა, ზამთარში “ბარსელონას” იერი მინა შეუერთდება.



