ხვალ “ბარსელონა” გამპერის თასის ეგიდით “შაპეკოენსეს” დაუპირისპირდება.
ამ ტურნირის შესახებ, შესაძლოა, ყველას არ ჰქონდეს დიდი ინფორმაცია, რადგან გამპერის თასი მხოლოდ ერთი მატჩისგან შედგება და წელიწადში ერთხელ ტარდება.
ტურნირი ყოველწლიურად “კამპ ნოუზე” იმართება 1966 წლიდან დღემდე და “ბარსელონას” დამაარსებლის, ფეხბურთელის და შემდგომში პრეზიდენტის, ჟოან გამპერის სახელს ატარებს.
1966 წელს გამპერის თასში მონაწილეობა ოთხმა გუნდმა მიიღო: “ბარსელონამ”, ბელგიურმა “ანდერლეხტმა”, ფრანგულმა “ნანტმა” და გერმანულმა “კიოლნმა”. ფინალში კატალონიელებმა “კიოლნი” 3-1 დაამარცხეს და პირველი ჯილდოც სწორედ მასპინძლებს გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ “კიოლნი” ერთადერთი გუნდია “ბარსას” გარდა, რომელსაც ტურნირი ერთზე მეტჯერ აქვს მოგებული. გერმანელებმა ამის გაკეთება 1978 და 1981 წლებში მოახერხეს.
სულ მალე ტურნირი პოპულარული გახდა და მასში მონაწილეობის მიღება უფრო სახელოვანმა გუნდებმაც დაიწყეს, მაგალითად მიუნხენის “ბაიერნმა” და მადრიდის “ატლეტიკომ”. პირველი არაევროპული კლუბი, რომელიც ტურნირზე მიიწვიეს, “ბოკა ხუნიორსი” იყო, თუმცა არგენტინელებმა ტურნირის მოგება ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, ამის გაკეთება მოახერხა “ინტერნასიონალმა” 1982 წელს და გახდა კიდეც გამპერის თასის პირველი არაევროპული გამარჯვებული.
1996 წლიდან ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 4-დან 2-მდე შემცირდა. ერთ-ერთი გუნდი, რა თქმა უნდა, ყოველთვის “ბარსელონაა” და რა გასაკვირია, რომ კატალონიელებს ეს ტიტული ყველაზე მეტჯერ აქვთ მოპოვებული. “ბარსამ” გამპერის თასი 39-ჯერ მოიგო და ამ მხრივ ის მეორეადგილოსან “კიოლნს” 37 ტიტულით უსწრებს. შესაბამისად, “ბარსელონას” ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ემუქრება გამპერის თასის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი გუნდის სტატუსის დაკარგვა.
ტურნირზე ძირითადად სერია ა-ს და ბუნდესლიგის გუნდები იღებენ მონაწილეობას, თუმცა, იყო შემთხვევა, როცა “ბარსელონას” წინააღმდეგ ორმა ესპანურმა გუნდმა, “ვალენსიამ” და “ტენერიფემ” ითამაშა და ტიტული ორივე მათგანმა მოიგო.
ბოლო დროის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ამ ტურნირზე იყო 2013 წელს, როცა “ბარსელონა” “სანტოსს” დაუპირისპირდა და შთამბეჭდავი ანგარიშით, 8-0 დაამარცხა. სწორედ ამ მატჩში შეხვდნენ პირველად ერთმანეთს მომავალი თანაგუნდელები, ლიონელ მესი და ნეიმარი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის გამპერის თასი ხვალ, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და ქართველ გულშემატკივარს მისი ყურება “სილქ უნივერსალის” ეთერში შეეძლება.
აქვე გთავაზობთ გამპერის თასზე ლეო მესის მიერ გატანილ 7 გოლს. არგენტინელი ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ხუან მანუელ ასენსისთან, ჩიკი ბეგირისტაინთან და ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად.




ლეო ხვალ უკვე უკონკურენტო იქნება
ფოტოზე ნეიმარიცაა თუ მეჩვენება??
მესიმ უნდა გაიტანოს ხვალ
მემგონია რომ თუარ მოაგებინებენ მაქსიმუმ 1 გოლით მოუგებენ. კაი ასაღები ფორა იქნება :დდ
ძაან მინდა რო ამ გუნდს დაუთმონ
ის რო წელს შაპეკოენსე მიიწვიეს უკვე გასაგებს ხდის ვის იწვევენ ხოლმე.
ის რო წელს შაპეკოენსე მიიწვიეს უკვე გასაგებს ხდის ვის იწვევენ ხოლმე.
ხო ჩემს ავატარზე ზუსტად გამპერია განოსახული, ვინც არ იცნობს სურათით.
უბრალოდ ხან ვის მიიწვევენ ხან ვის.. ძირითადად სუსტი გუნდბეია არიან.. იგივეა რაც ბერნაბეუს თაისი.. ვითომ ჯილდოაა რა.. უბრალოდ შეხვედბიან და ვითომ რაღაც თასს იგებ.. უბრალოდ ფორმალურობაა დაარქვი.. აქაც სულ აბრსელონა იგებს აბერნაბეუსაც სულ რეალი რა.. სხვა გუნდებსაც აქვთ მსგავსი ტიტულები
იწვევენ მეტოქეებს