workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდო:”ფინალში “რეალი” და “ბარსელონა” გავლენ

რონალდო:”ფინალში “რეალი” და “ბარსელონა” გავლენ

ესპანური “რეალ მადრიდისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, კრისტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში, კომენტარი გააკეთა კოპა დელ რეის ფინალზე, რომელშიც  ორი ფინალისტია გამოკვეთილი-“ბარსელონა” და რეალი.

მოგეხსენებათ, ამ ორმა გუნდმა უკვე ჩაატარა ესპანეთის თასის ნახევარფინალური პირველი შეხვედრა. “ბლაუგრანამ” 5:0 სძლია “ალმერიას”, ხოლო “რეალმა” მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა “სევილია. ამ ყველაფერზე პორტუგალიელმა განაცხადა, რომ დელ რეის ფინალში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

“წელს ესპანეთის თასის ფინალში ორმა საუკეთესო გუნდმა უნდა ითამაშოს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს დაპირისპირება არ იქნება შურისძიება. რაც შეეხება “სევილიასთან” მატჩს, ჩვენ უფრო მეტინს გატანაც შეგვეძლო, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ.”-განაცხადა კრისტიანო რონალდომ “MARCA”-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში