“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შემდეგ, ბრაზილიელ ფეხბურთელზე პირველი კომენტარი გააკეთა.
“ყველას შეუძლია საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტოს. წინსვლა უნდა განვაგრძოთ და გამოვიყენოთ ის, რაც გაგვაჩნია. ნეიმარს წარმატებებს ვუსურვებთ. ეს ისტორია დასრულდა, მაგრამ წინ სხვა ისტორიები გველის. გვინდოდა, რომ ნეიმარი ჩვენთან დარჩენილიყო.” – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს AS.



