დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, უსმან დემბელე “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა.
კატალონიელებმა ფრანგ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები გამართეს და მას კონტრაქტის პირობებზე შეუთახმდნენ. ამ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ტანკრედი პალმერი თავისი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
“ბარსელონა” აპირებს, რომ გერმანულ კლუბს 20 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზოს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, “ბორუსიას” დემბელეს ტრანსფერის სანაცვლოდ არანაკლებ 100 მილიონი ევროს მიღება სურს.



