“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ჟოან გასპარი აცხადებს, რომ ნეიმარის დაკარგვა კატალონიური კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ბრალი არაა.
“ნეიმარი ისე მოიქცა, როგორც ლუიშ ფიგუ. მან გულშემატკივრებს დასცინა. თუმცა, კულეები არ დაზარალებულან, ისინი არ ტირიან.
ნეიმარის სხვა კლუბში გადასვლაში “ბარსელონას” ხელმძღვანელობის დადანაშაულება არ ღირს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ნეიმარი მათ ისევე მოექცა, როგორც ლუიშ ფიგუ მე მომექცა.” – ციტირებს გასპარის სიტყვებს Radio Marca.
მიხვდებოდით, რომ ლუიშ ფიგუ “ბარსელონადან” “რეალში” სწორედ ჟოან გასპარის პრეზიდენტობის დროს წავიდა.



