workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარის ტრანსფერი და “ბარსელონური” კარიერა რიცხვებში

ნეიმარის ტრანსფერი და “ბარსელონური” კარიერა რიცხვებში

ნეიმარმა “ბარსელონა” ოფიციალრუად დატოვა. სარეკორდო ტრანსფერი, რომელიც 222 მილიონი დაჯდა, უკვე განხორციელდა. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს ტრანსფერი და ნეიმარის “ბარსელონური” კარიერა რიცხვებში.

– 222 მილიონი ევრო 2.11-ჯერ მეტია, ვიდრე აქამდე არსებული მსოფლიოს რეკორდი

– ნეიმარის კარიერაში, გუნდებს მასში 310 მილიონი ევრო აქვთ გადახადილი. აქამდე რეკორდსმენი ანხელ დი მარია იყო 179 მილიონი ევროთი

– ნეიმარის ტრანსფერი უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე აქამდე პირველ ორ ადგილზე მყოფი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ერთად აღებული (პოლ პოგბა და გარეთ ბეილი 206 მილიონი ევრო)

– ნეიმარმა, “ბარსელონას” მაისურით 186 თამაში ჩაატარა და პირდაპირი მონაწილეობა 164 გოლში მიიღო (105 გოლი და 59 საგოლე გადაცემა)

– ნეიმარს, ჩემპიონთა ლიგაზე, ყველაზე მეტი, 7 გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში აქვს გატანილი

– ნეიმარმა “ბარსელონას” მაისურით მოედანზე 15 294 წუთი დაჰყო

– ნეიმარმა, “ბარსელონას” მაისურით, 140 თამაში მოიგო (75%)

– ნეიმარს გოლი ყოველ 146 წუთში ერთხელ გაჰქონდა, ხოლო საგოლე გადაცემას ის ყოველ 259 წუთში ერთხელ აკეთებდა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward