მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” გრიზმანის შეძენას არ შეეცდება

“ბარსელონა” გრიზმანის შეძენას არ შეეცდება

გამოცემა AS-ის თანახმად, ჟოზეპ მარია ბართომეუმ სატალეფონო ზარი განახორციელა მადრიდის “ატლეტიკოს” შეფთან, ჟილ მარტინთან და უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ “ატლეტიკოს” ფრანგი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი მიიჩნევა, ის არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც მადრიდელებს დააზარალებს. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ “ატლეტიკოსთვის” ფიფას მიერ დადგენილი სასჯელი ძალაში იქნება; ე.ი. “ბარსელონა” გრიზმანის შეძენას არ შეეცდება.

მომავალ სეზონში მადრიდული კლუბი “ბარსელონასთან” ერთად ლა ლიგაში “რეალის” მთავარი კონკურენტი იქნება და როგორც ჩანს, ბართომეუს მისი დასუსტება არ აწყობს.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კატალონიელებმა გრიზმანზე უარი მხოლოდ ამ სეზონისთვის თქვეს, თუმცა, მომავალ წელს ფრანგის ფასი 200-დან 100 მილიონ ევრომდე შემცირდება და “ბარსელონა” მის ტრანსფერზე მუშაობას ისევ დაიწყებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში