“ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრე გომეში კვლავ ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა, იტყობინება Tuttosport.
24 წლის პორტუგალიელს იტალიელები ბლეზ მატუიდისა და სტივენ ნზონზის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავენ.
გომეშის სატრანსფერო ფასმა, შესაძლოა, 30 მილიონი ევრო შეადგინოს.


