მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრე გომეში “მანჩესტერ იუნაიტედის” რადარზე

ანდრე გომეში “მანჩესტერ იუნაიტედის” რადარზე

პრესტიჟული ჟურნალის, The Sun-ის ინფორმაციით, ანდრე გომეში ჟოზე მოურინიოს ინტერესთა სფეროში მოექცა, რომელსაც სურს, პორტუგალიელი ნახევარმცველი 2017-18 წლების სეზონითვის თავისი გუნდის რიგებში იხილოს.

“წითელი ეშმაკების” თავკაცი თვლის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს სწორად განავითარებს და ტრანსფერს ხელს პრესის ბოლო ინფორმაციაც უწყობს, რომლის თანახმადაც ერნესტო ვალვერდე გომეშზე დიდ იმედებს არ ამყარებს.

“ბლაუგრანა” ინგლისურ კლუბს გასულ კვირას, პრე სეზონის მეორე მატჩში დაუპირისპირდა და ნეიმარის ერთადერთი გოლით სძლია. ანდრე გომეშს კი, ტერ შტეგენის მსგავსად, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მონაწილეობა არ მიუღია. ამ ორმა ფეხბურთელმა თავიანთი ეროვნული ნაკრებების ღირსება კონფედერაციის თასზე დაიცვა და ამიტომაც, სხვებთან შედარებით დიდხანს დაისვენა. აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ჟოზემ თავისი შვილისთვის გომეშის 21 ნომრიანი მაისური ითხოვა.

თავის მხრივ, პორტუგალიელი ჯერ-ჯერობით კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს. როგორც მან რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, მისი მიზანი კატალონიურ გრანდში წარმატების მიღწევაა. ფეხბურთელი სავარაუდოდ დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ვარჯიშს ხვალ დაუბრუნდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში