ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ნეიმარის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებთ კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.
“ლა ლიგა და “ბარსელონა” უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარი. უფრო ვინერვიულებდი, კრიშტიანუ რონალდუ ან ლიონელ მესი რომ მიდიოდნენ.
პსჟ-მ გამოსასყიდი თანხა რომც არ გადაიხადოს და ნეიმარი ისე გადაიბიროს, პარიზულ კლუბს მაინც ვუჩივლებთ. არ შეიძლება მათ “ბარსელონასა” და “რეალზე” უკეთესი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდეთ. კატარელები ინვესიტიციას აკეთებენ, რაც ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევაა.” – ციტირებს ტებასის სიტყვებს Marca.



