საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ბოლო მატჩის “ბარსელონამ” “რეალის” წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს 3:2 სძლია. კატალონიელთა ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარ ჟუნიორი მატჩის შემდეგ “სამეფო კლუბის გასახდელში შევიდა.
Deportes Cuatro-ს ინფორმაციით, 25 წლის ბაზილიელმა “რეალის” გასახდელში 15 წუთი გაატარა, მადრიდელთა ფეხბურთელებს დაემშვიდობა და უკან 2 მაისურით დაბრუნდა, ერთ-ერთი სერხიო რამოსისაა. როგორც თავად ესპანელმა აღნიშნა, მან ნეიმარს მაისური გაუცვალა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენი” ნეიამრის სანაცვლოდ “ბარსელონას” 222 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს სთავაზობს.



