ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარ ჟუნიორი უახლოეს მომავალში დოჰაში გაფრინდება, სადაც Qatar Sports Investment-თან ხელშეკრულებას გააფორმებს და 2022 წლის მუნდიალის ელჩი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც 25 წლის ბრაზილიელი კატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი გახდება აღნიშნული კომპანიისგან, რომელის პსჟ-ს მფლობელს ეკუთვნის, 300 მილიონ ევროს მიიღებს.
იმ შემთხვევაში თუ “ბარსელონა” და “პარი სენ-ჟერმენი” ნეიმარის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ბრაზილიელი ფეხბურთელი ამ თანხიდან თავად გადაიხდის საკუთარ გამოსასყიდ თანხას (222 მილიონი ევრო) და “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაწყვეტს.



