“ბარსელონა” მზადაა პაულინიოს გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

“ბარსელონა” მზადაა პაულინიოს გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

“ბარსელონა” “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ნახევარმცველის, პაულინიოს შეძენის ვარიანტს განიხილავს და მზადაა ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს, იტყობინება AS, RAC1-ზე დაყრდნობით.

კატალონიურმა კლუბმა ადრე ჩინურ კლუბს, 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე ორი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ორივე წარუმატებელი გამოდგა. “გუანჩჟოუ ევერგრანდი” პაულინიოს სანაცვლოდ არანაკლებ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად ფეხბურთელი იმედოვნებს “ბარსელონაში” გადასვლას.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია