გუშინ, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ბოლო შეხვედრა გაიმართა, სადაც კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა და საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ამხანაგური “ელ კლასიკო” შედგა.
მატჩს უამრავი ცნობილი პიროვნება ესწრებოდა და მათ შორის იყო გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსი, რომელმაც “ბარსელონას” გამარჯვებას (3-2) შვილებთან ერთად უყურა.
მატჩის შემდეგ, მესი და სუარესი ვუდსის შვილებსა და მათ მეგობრებს შეხვდნენ, რის გამოც კალიფორნიელმა ფეხბურთელებს მადლობა სოციალური ქსელის მეშვეობით გადაუხადა.

ლუის სუარესმა ტაიგერთან ცალკეც გადაიღო ფოტო, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ის მისი კერპია.
“ტურნეს დამთავრება გამარჯვებით და ფოტო ჩემს კერპთან ერთად!!!” ასე დაასათაურა ურუგვაელმა Instagram-ზე დადებული ფოტო.

კარგია
Sad dainaxe botli ?
Shua suratiroa iqaa qvevit kutxeshi
მესიმ და სუარესმა უნდა გაიგიჟონ ამ სეზონზე თავი აბა თქვენ იცით.იმედია მსნ კვლავ ითამაშებს და დიდხანს შეინარჩუნებს საუკეთესო ტრიოს წოდებას
წაითამაშეს ბავშვებმა ალბათ რაუჭირს 😀
Marloni rato ar atamasha am turneze?
Dabla kutxeshi is botli ralamazi elementia. agmafrtovana