იმ შემთხვევაში თუ კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარ ჟუნიორი კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს, იგი 2022 წლის კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი გახდება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი ჩინეთის შემდეგ დოჰაში გაემგზავრება, რათა Qatar Sports Investment-თან კონტრაქტი გააფორმოს, თუ ასე მოხდა მაშინ მისი პსჟ-ში ტრანსფერი უკვე ძალზე რეალური გახდება, რადგან აღნიშნული კომპანია პარიზული კლუბის მფლობელის განკარგულებაშია.



არწავა
იმედია და ძაან მინდა რომ დარჩეს