ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, მიუხედავად იმისა, რომ “რეალის” გულშემატკივარია, “ბარსელონას” ინტერესების დასაცავად ბრძოლას მაინც აპირებს.
ტებასს მიაჩნია, რომ “პარი სენ ჟერმენი” ფინანსური ფეარ ფლეის წესებს დაარღვევს იმ შემთხვევაში, თუ ის “ბარსელონადან” ნეიმარს 222 მილიონ ევროდ შეიძენს. ის აპირებს, მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, UEFA-ში საჩივარი შეიტანოს.
“მინდა, ეს პრობლემა წამოვწიო. ვაპირებ, UEFA-ს მივმართო. ჯერჯერობით, ამისთვის დრო ვერ გამოვნახე. რასაც გაზეთებში ვკითხულობ, ძალიან მაღლევებს. არ შეიძლება, პრიმერას ამაზე რეაქცია არ ჰქონდეს. ეს მხოლოდ “ბარსელონას” საკითხი არაა. ეს პრობლემა მთელ ესპანურ ფეხბურთს ეხება. დღეს ეს პრობლემა “ბარსელონას” შეეხო, ხვალ “რეალს” შეეხება, შემდეგ “ატლეტიკოსა” და სხვა გუნდებს.
თუ UEFA ჩვენ თხოვნას დააიგნორებს, შვეიცარიის, ბრიუსელის, საფრანგეთისა და ესპანეთის სასამართლოებს მივმართავთ. ეს ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევაა.” – ციტირებს ტებასის სიტყვებს Mundo Deportivo.