მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “ნეიმარმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს”

პიკე: “ნეიმარმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს”

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე ნეიმარზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. კატალონიელის თქმით, ბრაზილიელმა არ იცის, რა უნდა გააკეთოს.

“ნეიმართან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. მინდა, რომ ის “ბარსელონაში” დარჩეს. შექმნილ სიტუაციას კარგად ვიცნობ. ახლა, მან არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს.

“ბარსელონას” ყველა ფეხბურთელი ცდილობს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს ESPN.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარმა პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ახლა, პარიზელები “ბარსელონასთან” მოლაპარაკებას ცდილობენ, რადგან მათ ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხის (222 მილიონი ევრო) სრულად გადახდა არ სურთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში