ვინ რას წარმოადგენდა 20 წლის ასაკში?

ვინ რას წარმოადგენდა 20 წლის ასაკში?

საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ”ბარსელონას” ფორვარდს, ბოიან კრკიჩს ავიწყდება ის ფაქტი, რომ მესი და კიდევ რამდენიმე სხვა ფეხბურთელი 20 წლის ასაკში ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდნენ.

საკმარისია გავიაზროთ, თუ რამდენად მცირე რაოდენობის ფორვარდი ყავს ამჟამინდელ ”ბარსას”, რომ დავაფასოთ ბოიანი. და მაინც, ახალგაზრდა ფეხბურთელი მუდმივი დავის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ბოიანი სულ რაღაც 20 წლისაა, ის შეჩვეულია ასეთ კრიტიკას. მის სახელთან მუდმივად ასოცირდება შეკითხვები იმისა თაობაზე, თუ რა გააკეთა მან გუნდისთვის და რას გააკეთებს მომავალში. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე დავიდ ვილიამ საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა პატარა ბოიანის შესახებ: ”მიუხედავად იმისა, რომ გოლები ვერ გააქვს, ის ძალიან კარგად თამაშობს და ხალხმა მასზე ცუდად არ უნდა ისაუბროს.”

ბოიანი უკვე მეოთხე წელია ”ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში ირიცხება. ”ის ძალიან ახალგაზრდაა”– გამუდმებით ამბობს გვარდიოლა. ვილიას კი მაგალითად თავისი წარსული მოყავს: ”როცა მე 20 წლის ვიყავი, ”სპორტინგის” მეორე დივიზიაში ვთამაშობდი. ვისურვებდი, რომ ისეთივე შესაძლებლობები  და უნარები მქონოდა 20 წლის ასაკში, როგორიც ბოიანს აქვს.”

”ბარსა ბ”-დან დაწყებული ძირითადი გუნდით დამთავრებული, ბოიანმა 149 თამაში ჩაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მას გამუდმებით უწევს ბრძოლა სხვადასხვა სიტუაციებსა და პირველი გუნდის მოთხოვნებთან. როდესაც ”ბარსას” ძირითად შემადგენლობაში გადმოვიდა, ის გარკვეულწილად იმედ დაკარგული ”ბარსას” მხსნელად მოგვევლინა. რაიკაარდის მენეჯერობის ბოლო წელს მან 31 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. თუმცა, გვარდიოლას მოსვლის შემდეფ ის ნორმალურ (20 წლისთვის ნორმალურ) ფორმას დაუბრუნდა და მისი სათამაშო დრო შემცირდა.

მიუხედავად ამისა, ვილია თვლის, რომ ბოიანი ”ესპანური ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავია”. ”ბარსას” ფორვადის განცხადებით ”ბოიანი გოლების გატანით დაიღლება”.

მოდით თვალი გადავავლოთ, თუ რა მიღწევები ქონდათ 20 წლის ასაკში ”ბარსელონას” ზოგიერთ ფეხბურთელს:

ა. ინიესტა: მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის ასაკში ინიესტა თავისი კარიერის მეორე წელს ასრულებდა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, მისი სათამაშო დრო ძალიან მცირე იყო. მან მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

პედრო: მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და ”ბარსას” ძირითადი გუნდის რეგულარული წევრი 20 წლის ასაკაში ”ბარსა C”-ში მოღვაწეობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი კანარის კუნძულებიდან და მესი ერთი თაობისანი არიან, თუმცა პედროს გაცილებით დიდი დრო დასჭირდა ”ბარსას” ძირითად გუნდში მოსახვედრად.

პიკე: მცველი, რომლის შესახებაც დღეს ამბობენ, რომ ”ბარსას” ერას ქმნის, 20 წლის ასაკში ”სარაგოსაში” მოღვაწეობდა.

ბუსკეტსი: ბავშვი სიუტატ ბადიადან დღეს კატალონიური ფეხბურთის ყველაზე საინტერესო ტალანტია. 20 წლის ასაკში ის გამოდიოდა როგორც ”ბარსა ბ”-ს, ასევე ”ბარსას” ძირითად შემადგენლობებში. ერთი წლის შემდეგ ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა.

კ. პუიოლი: როდესაც კარლესი 20 წლის იყო, ის თავის მეორე სეზონს ატარებდა ”ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში. კარლეს გუნდის მუდმივი წევრი იყო. მანამდე პუიოლი თამაშობდა ”ბარსა C”-ში, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს.

ვ. ვალდესი: მეკარე, რომელმაც 3 ”ზამორას” ჯილდო მიიღო და დღეს გუნდის შეუცვლელი წევრია, 20 წლის ასაკში ”ბარსა ბ”-ში თამაშობდა. მას დამატებით ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ პირველ გუნდში გადმოსულიყო.

დ. ვილია: როგორც გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, 20 წლის ასაკში ვილია თავის მეორე სეზონს ატარებდა ”სპორტინგის” შემადგენლობაში. მას დამატებით ერთი წელი დასჭირდა, რომ მეორე შემადგენლობიდან პირველში გადასულიყო, უკვე ”სარაგოსას” რიგებში.

კეიტა: სეიდუ, რომელსაც გვარდიოლა სამაგალითო ფეხბურთელად მიიჩნევს, 20 წლის ასაკში ”ლორიენტში” მოღვაწეობდა. ერთი წლის შემდეგ ის ”ლენსში” გადავიდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია