მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” კოუტინიოს გაფორმებასთან ახლოსაა

“ბარსელონა” კოუტინიოს გაფორმებასთან ახლოსაა

“ბარსელონა” და “ლივერპული” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ფეხბურთელი კატალონიაში გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა.

“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მერსესაიდელთა ათიანი, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გაიფორმონ, მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” აშშ-დან წინასასეზონო ტურნეს დასრულების შემდეგ კატალონიაში დარბუნდება.

წყაროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, კლუბები მოლაპარაკებებს სატრანსფერო ფასზე აწარმოებენ, სადაც ორი ვარიანტი განიხილება და ორივე მხარე თანახმაა. 80 მილიონი ევრო კოუტინიოს სანაცვლოდ და ამას პლიუს 10-15 მლნ. ევრო ბონუსების სახით.

გარდა ამისა, მერსესაიდელები კატალონიელთა თურქი ნახევარმცველი არდა თურანით არიან დაინტერესებული. ამიტომ, მეორე ვარიანტად კატალონიელები კოუტინიოს სანაცვლოდ ინგლისელებს 60 მილიონ ევროსა და არდა თურანს სთავაზობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულს” პირველი ვარიანტი ურჩევნია და “ბარსელონასაც” თურქი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში