“ბაიერნის” პრეზიდენტი: “პსჟ სისუსტეს ავლენს”

“ბაიერნის” პრეზიდენტი: “პსჟ სისუსტეს ავლენს”

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტი ული ჰიონესი აკრიტიკებს “პარი სენ ჟერმენს”, რომელიც მზადაა ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაიხადოს.

“ეს სისუსტის ნიშანია. მე რომ ფეხბურთელში ასეთი თანხის გადახდა მიწევდეს, ეს წინდაუხედავობის მანიშნებელი იქნებოდა. ფეხბურთელის დიდ თანხად შეძენა ხარისხს ყოველთვის არ ნიშნავს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ზვიგენებით სავსე აუზში ჩვენი გზა ვიპოვოთ.” – ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Mundo Deportivo.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი