ფეხბურთის ფრანგი ლეგენდა ტიერი ანრი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდეს დანიშვნას ეხმაურება.
“თუ ვინმე “ბარსელონას” თამაშში ერკვევა, ეს ვალვერდეა. მას ამ გუნდის მაისურით და მის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია. ვხედავ, რომ ის ამ გამოწვევისთვის მზადაა. საჭიროა დავიცადოთ და ვალვერდეს დავეხმაროთ.
“ბარსელონა” განსაკუთრებული კლუბია. ეს მაშინ გავიგე, როდესაც ამ გუნდში ვთამაშობდი. ჩემთვის, ეს მეტია, ვიდრე კლუბი, რადგან ჩემი იქ ყოფნის დროს, “ბარსას” პირველ გუნდში ლა მასიის 11 აღზრდილი თამაშობდა.” – აცხადებს ანრი, რომელიც “ბარსელონაში” 2007-2010 წლებში თამაშობდა.



