”ბარსას” ფეხბურთელები სამეფო თასის გათამაშების ნახევარ-ფინალური მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. ვარჯიშს დაუბრუნდნენ ბოიან კრკიჩი, რომლესაც კუჭის პრობლემები აწუხებდა, და დანი ალვესი, რომელმაც შეძლო გუნდთან ერთად ჩვეულად ჩაბმულიყო წვრთნაში.
ვარჯიშს, რომელიც ”სიუტატ ესპორტივაზე” გაიმართა ესწრებოდა ”ბარსა ბ”-ს ორი ფეხბურთელი, მარკ ბარტრა და მარტინ მონტოია.
მიუხედავად იმისა, რომ დანი ალვესს აწუხებს მარჯვენა ფეხის მუხლის ქვედა მყესი, მან შეძლო თანაგუნდელებთან ერთად სესიაში მონაწილეობის მიღება.
პუიოლი და ხეფრენი აგრძელებენ ტრავმების მოშუშებას. ხეფრენს ტკივილები აღენიშნება მარჯვენა ბარძაყში, ხოლო პუიოლს მარცხენა მუხლის ტრავმა აწუხებს.
ვარჯიშის დასაწყისში ჩავი ერნანდესს, რომელიც დღეს 31 წლის გახდა, დაბადების დღე პეპ გვარდიოლამ მიულოცა. მოგვიანებით კი მთლიანი სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ტაშით შეეგებნენ გუნდის მაესტროს.
ხვალ გუნდი ბოლო მზადებას გაივლის ”ალმერიასთან” მატჩისთვის. სესია ესპანეთის დროით 12:30 საათზე, დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ამის შემდეგ გუნდის წევრები ერთად ისადილებენ. თამაშის დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე ფეხბურთელებს თავისუფალი დრო ექნებათ.