კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ფიქრობს, რომ პეპ გვარდიოლა ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და კლუბში დარჩება, იტყობინება Marca. ჩავის თქმით, პეპ გვარდიოლას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებაში:
” მე ეჭვიც არ მეპარება, რომ გვარდიოლა ამ კლუბში მუშაობას გააგრძელებს. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, “ბარსელონა” გვარდიოლას გარეშე. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის წარმატებაში. ყველას გვსურს, რომ იგი კლუბში დიდი ხნიტ დარჩეს. ეს ყველასათვის კარგი იქნება,” დაასრულა ჩავიმ.
ცნობისთვის დღეს ჩავის დაბადების დღე აქვს. იგი 31 წლის გახდა. მან “ბარსას” მაისურით ლა ლიგაში ჩატარებულ 368 მატჩში, 37 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო “ფურია როხას” შემადგენლობაში 98 მატჩი ჩაატარა და გოლის გატანა 8–ჯერ მოახერხა.