workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ვილია: ”ოთხ ქულიანი უპირატესობა ”რეალთან” არაფერს ნიშნავს”

ვილია: ”ოთხ ქულიანი უპირატესობა ”რეალთან” არაფერს ნიშნავს”

ესპანური გამოცემა ”მარკა” იტყობინება, რომ კატალონიის ”ბარსელონას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ გუნდის წევრებს მშვიდად ყოფნის უფლება არ აქვთ, ვინაიდან ”რეალს” მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი არსებულ სხვაობას არ მიიჩნევს დიდ უპირატესობად:

ოთხი ქულა სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. სხვაობა არც ისე დიდია, ხოლო ჩვენი თამაშის დინამიკის შენარჩუნება არც თუ ისე ადვილი. ჩვენ კარგად ვაანალიზებთ, რომ შეიძლება ფეხი დაგვიცურდეს, მაგრამ ისიც ვიცით, თუ ყველა დარჩენილ თამაშს მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით. ზუსტად ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს უპირატესობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.” – განაცხადა დავიდ ვილიამ.

შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონასა” და ”რეალის” შეჯახებამდე გათამაშების ლიდერები მადრიდელები იყვნენ. ”კლასიკოზე” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი კატალონიელები დაწინაურდნენ, 2 ქულიანი უპირატესობით. სხვაობა მათ შორის კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მადრიდელებმა ”ალმერიასთან” ფრე ითამაშეს.ამჟამად გათამაშების ცხრილს 55 ქულით კატალონიის ”ბარსელონა” ლიდერობს . მას მოსდევენ მადრიდის ”რეალი” 51 ქულით და ”ვილიარეალი” 42 ქულით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward