workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” პოზიცია ვერატის ტრანსფერზე

“ბარსელონას” პოზიცია ვერატის ტრანსფერზე

პეპ სეგურას რამდენიმე კითხვა დაუსვეს “ბარსელონას” მიზნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა გაიელვა იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის სახელმაც. კლუბის ახალმა მენეჯერმა სცადა, რომ ისედაც ჩახლართულ და რთულ საქმეში დამატებითი დაპირისპირებები და კამათი თავიდან აერიდებინა.

“გუშინ რობერტ ფერნანდესმა და ერნესტო ვალვერდემ ამაზე ისაუბრეს და ნათელი გახადეს ჩვენი მუშაობის სტილი. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება საუბრები იმ ფეხბრუთელებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენი გუნდის სტილში ჯდებიან.”

მიუხედავად იმისა, რომ აქამდე “ბარსელონას” მცდელობები პსჟ-ს ფეხბურთელის გადმოსაბირებლად დიდი წარმატებებით არ სრულდებოდა, კლუბი ადასტურებს, რომ კონტაქტი გრძელდება და მომდევნო კვირებში ხელმძღვანელობა სიახლეებს ელის. პეპ სეგურამაც, მისი კოლეგების მსგავსად, ახსენა, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდეა, პარიზელებსაც საკუთარი მიზნები აქვთ და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.

როგორც ვხედავთ, კატალონიელები ტრასფერთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს დუმილით პასუხობენ და ცდილობენ, რომ “პარი სენ-ჟერმენი” მოლაპარაკებებზე დაითანხმონ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward