მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ალავესი” მომდევნო სეზონისთვის დაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს და ერთ-ერთ ვარიანტად “ბარსელონას” ფეხბურთელს, დუგლასს განიხილავს.

დუგლასი, რომელმაც გასული სეზონი ხიხონის “სპორტინგში” ჩაატარა და 23 მატჩში 3 გოლითა და 1 ასისტით გამოირჩა, ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის, თუმცა მან უარყო შემოთავაზებები საკუთარი ქვეყნიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს ესპანეთში თამაში სურს, რათა ორმაგი მოქალაქეობა მიიღოს.

ამის გათვალისწინებითაც, მისი “ალავესში” წასვლა ალბათ ყველასთვის ხელსაყრელი იქნება. გასულ სეზონში ეს გუნდი გამოირჩა სწორედ იმით, რომ საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა მისი მაისური იჯარის წესით მოირგო, ერთ-ერთი მათგანი კი ორტოლა იყო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ “ბარსელონას” მესამე მეკარე გახდა.

ამჟამად, მარჯვენა მცველი გუნდთან ერთად ამერიკული ტურნესთვის ემზადება და ერნესტო ვალვერდეს განაცხადშიც მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კლუბში დარჩენის შანსი ძალიან მცირეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში