პსჟ-ს ნეიმარის გაფორმება მიმდინარე ზაფხულშივე სურს

პსჟ-ს ნეიმარის გაფორმება მიმდინარე ზაფხულშივე სურს

მოგეხსენებათ, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენი” დაინტერესებულია ნეიმარის შეძენით, თავად ფეხბურთელის გარემოცვა კი მას ურჩევს, რომ “ბარსელონა” დატოვოს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი შემტევი “ბარსელონაში” თავს კომფორტულად არ გრძნობს, Sport-მა გაავრცელა. ამის შემდეგ კი უკვე პარიზშიც და ბრაზილიაშიც იწერება, რომ პსჟ-ს “ბლაუგრანას” დასუსტება მიმდინარე ზაფხულშივე სურს.

პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ნეიმარს ჰპირდება პროექტს, რომლის ლიდერიც თავად ბრაზილიელი იქნება და მას აღარ მოუწევს მესის ჩრდილში ყოფნა. პარიზელები არწმუნებენ, რომ გუნდი მას ინდივიდუალური გაბრწყინებისა და შედეგად ინდივიდუალური ჯილდოების მოგების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-სა და ნეიმარის გზები პირველად არ გადაკვეთილა. გასულ ივნისში, ფეხბურთელი, მისი მამა, აგენტი ვაგნერ რიბეირუ და ნასერ ალ-ხელაიფი ერთმანეთს შეხვდნენ იბიცაზე და მათი საუბარი კერძო იახტაზე შედგა.

ერთი წლის შემდეგ კი, სცენარი ცოტათი შეიცვალა. საქმეს გამოეთიშა ვაგნერ რიბეირუ, რომელსაც ბრაზილიის სასამართლომ გადასახადების დამალვისთვის 5 წელი მიუსაჯა.

ნეიმარმა, რა თქმა უნდა, სხვა შემოთავაზებებიც მოისმინა, თუმცა თავად მოუწოდა მამამისს, დათანხმებოდა “ბარსელონას” შეთავაზებას კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

მიუხედავად ჟოზე მოურინიოს ზარისა და პსჟ-ს შეთავაზებებისა, ესპანური პრესის მიხედვით, ნეიმარი “ბარსელონას” ერთგული რჩება. მიუხედავად ამისა, ყოველთვის, როცა მას თავის მომავალზე კითხვას უსვამენ, ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ გამოცდიდა სხვა ლიგებში თამაშს და ასევე იმასაც ამატებს, რომ კარიერის ბოლოს გაუჩოს მსგავსად “ფლამენგოში” თამაში სურს.

სწორედ ეს აძლევს კლუბებს იმის იმედს, რომ ნეიმარის გადაბირებას შეძლებენ. ნეიმარის მამაც მათ შეთავაზებებს განიხილავს.

ნეიმარმა “ბარსელონაში” უკვე დაწერა ისტორია, ისევე, როგორც “სანტოსში”. ის უკვე 4 სეზონია, რაც ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას ატარებს და კონტრაქტის მიხედვით ასე კიდევ 4 სეზონი გაგრძელდება. ორივე კლუბში მან მოიგო კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები და კატალონიური გუნდის მაისურით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. ასე რომ, მისი “ბარსელონური” კარიერა წარმატებულად მიმდინარეობს.

პსჟ-სთვის ბრაზილიელის გაფორმება მარტივი არ იქნება, რამეთუ მას წინ საკმაოდ დიდხნიანი კონტრაქტი ეღობება. ალბათ ორი გუნდი, რომელიც პარიზელებისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს ფინანსური თვალსაზრისით, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტია”. რაც შეეხება “რეალს”, Sport-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ნეიმარი მადრიდულ გუნდს არ შეუერთდება, რაოდენ დიდი თანხაც არ უნდა გადაიხადოს ფლორენტინო პერესმა.

რა თქმა უნდა, ნეიმარმა იცის, თუ რას სთავაზობს მას პსჟ. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია იმათგან, ვინც ბრაზილიელ ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს. ავიღოთ თუნდაც რაის მაგალითი, რომელმაც 90-იან წლებში პარიზული გუნდის მაისურით დიდ წარმატებას მიაღწია. ასევე “ბარსელონას” ლეგენდა – რონალდინიო გაუჩო, რომელიც კლუბმა სწორედ ფრანგული კლუბისგან შეიძინა.

“პარი სენ-ჟერმენი” ამ მხრივ ყოველთვის გამორჩეული იყო. ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ლუკას მოურა, დანი ალვესი, ტიაგო მოტა – ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც შესაძლოა ნეიმარისთვის კომფორტული გარემო შექმნან.

პსჟ ნეიმარს სთავაზობს ხანგრძლივ პროექტს, რომელიც შემტევს გვირგვინის დადგმის საშუალებას მისცემს. პარიზელები გუნდის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად ბრაზილიელს ყოველთვის განიხილავდნენ და ახლა ნასერ ალ-ხელაიფი ხედავს, რომ შარშანდელთან შედარებით, სიტუაცია განსხვავებულია. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ-ჯერობით ეს ტრანსფერი ძალიან რთული და ჩახლართული ჩანს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • Lasha71
    19 ივლ 2017, 18:59

    მოხარშული წაბლი არ უნდათ, ზმეიკიანი, მთვარეზე ნაყიდი?
    bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie

  • lado-barca
    18 ივლ 2017, 16:51

    პსჟ დაახვიე

  • vegassi54
    18 ივლ 2017, 13:30

    ნემო არ არის მაგ დონის ქათამი რომ ბარსადან, გაურკვეველი მომავლის და ორიენტაციის გუნდში გადავიდეს.

  • Gerip3
    18 ივლ 2017, 13:15

    ციტატა: Guro messi
    ნემო არსად არ წავა.სამედუმ რა ნომრიანი მაისური აიღო მითხარით რა


    მემგონი 2

  • GioO_FCB
    18 ივლ 2017, 13:12

    ოქროს ბუცს ვერასდროს მოიგებს პსჟ-ში…

  • ROUCH
    18 ივლ 2017, 13:07

    თუ წავა ყვერი ყოფილა, რადგან ბარსაზე დიდ წარმატებას ვერ მიახწევს იქ

  • Guro messi
    18 ივლ 2017, 12:53

    ნემო არსად არ წავა.სამედუმ რა ნომრიანი მაისური აიღო მითხარით რა

  • tigresa
    18 ივლ 2017, 12:51

    M9gartmevt langrit, mit umetes mas shemdeg, rac ase gvacvales. Axla tkven ixvecet da ixtunavet, nemosac (rogorc verrattis) kontrakti axali gaxangrzlivebuli aqvs da AR GATANT!

  • KoCheQsa
    18 ივლ 2017, 12:51

    ხელაიფ ძაან გახვედი თავს, დაახვუე აქედან

  • Carles16
    18 ივლ 2017, 12:50

    ნელა ზვიადი :)))