როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Sport იუწყება, “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ალეიშ ვიდალმა ტურინის “იუვენტუსი” უარით გაისტუმრა.
ვიდალი კლუბში დანი ალვეsის შემცვლელად მოვიდა. პირველ სეზონში მას იანვრამდე შანსი არ მისცემია. ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ალეიშ ვიდალთან დაკავშირებით იყო დაგეგმილი. ლუის ენრიკე მას არ ენდობოდა და მის მაგივრად ათამაშებდა ამპლუით ნახევარმცველს, სერჟი რობერტოს.
როგორც ჩანს, ისტორია განმეორდა და უკვე გამოჩნდა მეორე კლუბი, რომელიც ვიდალს ალვესის ალტერნატივად მოიაზრებდა. ეს ტურინის “იუვენტუსი” იყო, თუმცა ალეიშ ვიდალმა იტალიური გრანდი უარით გაისტუმრა.
ესპანელს კლუბში დარჩენა სურს, რადგან ახალი მწვრთნელი მისთვის ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” ახლახანს გაიფორმა ნელსონ სემედუ, ალეიში თვლის, რომ მას ერნესტო ვალვერდეს ნდობის მოპოვება შეუძლია. კლუბი შემოთავაზებების განსახილველად მზად იყო, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში, რომელთა გაყიდვაც იგეგმება, თუმცა “იუვენტუსმა” ტრანსფერის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო. ახლა კი, დიდი ალბათობით, ტურინელები დე შილიოს გაიფორმებენ.
ის კი ნათელია, რომ ვიდალს კლუბში დარჩენა სურს.



