workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ მზადაა “ბარსელონას” 222 მილიონი ევრო გადაუხადოს

პსჟ მზადაა “ბარსელონას” 222 მილიონი ევრო გადაუხადოს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” მზადაა “ბარსელონას” ნეიმარის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტ ჯანლუკი დი მარციოს საიტი ავრცელებს. ახლა ყველაფერი ბრაზილიელი მოთამაშის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ადრე ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნეიმარის აგენტები და ახლო ნათესავები თვლიან, რომ მან აუცილებლად უნდა დატოვოს “ბარსელონა”, ვინაიდან ის იძულებულია ლიონელ მესის ჩრდილში დარჩეს და პერსონალურ ჯილდოებზე პრეტენდენტობის შესაძლებლობები არ აქვს.

25 წლის ნეიმარის ამჟამინდელი კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward