მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

2017/18 წლების სეზონი “ბარსელონას” შემტევი ტრიოსთვის მეოთხე იქნება და ისინი წინასასეზონო მზადებას ერთად პირველად გადიან. წინა 3 ზაფხულში ლეო მესის, სუარესისა და ნეიმარის არყოფნის მიზეზი სანაკრებო ღონისძიებები იყო მსოფლიო ჩემპიონატის, კოპა ამერიკისა და ოლიმპიური თამაშების სახით. ვალვერდესთან ერთად, სამხრეთ ამერიკელები ახალ მეთოდებს დასაწყისიდანვე შეისწავლიან.

ამჟამინდელი სიტუაცია ლუის ენრიკეს დასაწყისისგან განსხვავდება. 2014 წლის ზაფხულში სუარესი “კამპ ნოუს” შეუერთდა, მაგრამ ურუგვაელი FIFA-ს სანქციის გამო ოქტომბრამდე საფეხბურთო აქტივობებში მონაწილეობას ვერ იღებდა, ნეიმარს კი სეზონის დასაწყისის გამოტოვება ტრავმის გამო მოუწია. ბრაზილიელი ვარსკვლავი გუნდს 2015/16 წლების სეზონის სტარტზე ავადმყოფობის გამო დააკლდა.

წინა წელს ნეიმარი ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად იბრძოდა (მოიგო კიდეც), რაც იმას ნიშნავს, რომ დანაკლისის შევსება პედროს, მუნირს, სანდროსა და არდა თურანს უწევდათ. ლუის ენრიკეს ერაში MSN-მ 363 გოლი ჩაიწერა აქტივში. ის ფაქტი, რომ კატალონიელები ახალ სეზონს, ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით ლიდერებთან ერთად დაიწყებენ გუნდისთვის დიდი მოტივაცია უნდა იყოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • lado-barca
    schedule 17 ივლ 2017, 15:29

    საუკეთესო ტრიო ისტტორიაში

  • Guro messi
    schedule 17 ივლ 2017, 13:12

    მე ასე დავალაგებდი:
    1)ნეიმარი-სუარესი-მესი
    2)რონალდინიო-ეტო-მესი
    3)პედრო-სანჩესი-მესი

  • Johan Cruyff 14
    schedule 17 ივლ 2017, 11:00

    ყველაზე მაგარი ტრიოა ფეხბურთის ისტორიაში ჩემი აზრიტ კიი იწერებოდა და ვნახე ბევრიც მაგრამ ამათი სტატისტიკა და ტიტულები მგონი ძაან მაგარია თან თანამდეროვე ფეხბურთში.

  • Carles16
    schedule 17 ივლ 2017, 10:48

    წუხელ დამესიზმრა ვითომ ბართომეუს ვკითხე სემედუ როდის დაიწყებს ვარჯიშსთქო და ხვალ უკვე მზად იქნება წესითო

    :დდდდდდდდდდდ

  • GRIEZMAN✓™
    schedule 17 ივლ 2017, 10:27

    კიდე 4 წელი ერთად ვაბშე დაგლეჯდა