მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Calciomercato: “ბარსამ” პსჟ-ს ახალი წინადადებით მიმართა

Calciomercato: “ბარსამ” პსჟ-ს ახალი წინადადებით მიმართა

“ბარსელონა” ძალას არ ზოგავს მარკო ვერატის გაფორმებისთვის. ამჯერად, როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიურმა კლუბმა ტრანსფერში ივან რაკიტიჩის ჩართვა სცადა. Calciomercato-ს ინფორმაციით, ესპანურმა გრანდმა “პარი სენ-ჟერმენს” იტალიელის სანაცვლოდ 65 მილიონი და ხორვატი შესთავაზა.

წყარო აღნიშნავს, რომ ივანს ფრანგული კლუბის მწვრთნელთან, უნაი ემერისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ისინი ერთმანეთს “სევილიაში” მუშაობის პერიოდიდან იცნობენ.

თუმცა, რაკიტიჩმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ კლუბის დატოვება მის გეგმებში არ შედის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში