მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა მოულოდნელად გააფრთხილა, იტყობინება Diario Gol.
წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველმა “ბლანკოსს” ამცნო, რომ ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელის, ედენ აზარის გაფორმების შემთხვევაში ის “რეალის” მუდმივ ანტაგონისტს, “ბარსელონას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” ნახევარდაცვის გაძლიერებას ცდილობს, კატალონიელებისთვის კი პრიორიტეტი მარკო ვერატის შეძენაა.


