“ბარსელონამ” დაცვის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ნელსონ სემედუ გაიფორმა, მაგრამ ამ პოზიციის დაკავების ერთ-ერთი კანდიდატი “მონაკოს” ფეხბურთელი, ჯიბრილ სიდიბე იყო, რომელიც კატალონიელთა წინადადებას ელოდებოდა.
24 წლის მცველმა “მონაკოსთან” კონტრაქტი მას შემდეგ გაახანგრძლივა, რაც ნათელი გახდა, რომ კატალონიური კლუბი სემედუს ტრანსფერზეა კონცენტრირებული. საფრანგეთის ჩემპიონები სიდიბეს ხელშეკრულების თაობაზე დაუკავშირდნენ, მაგრამ ხელმოწერის საკითხი ჯიბრილმა სიტუაციის გამოაშკარავებამდე გადადო.
როცა გაირკვა, რომ კატალონიური გრანდი სიდიბეს გასაფორმებლად ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავდა, ფრანგმა “მონაკოსთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
“მონაკომ” სიდიბესთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე სემედუს ტრანსფერის დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა.

