იერი მინას აგენტმა დაადასტურა, რომ “ბარსელონამ” შეთანხმებას მიაღწია და მომდევნო ზაფხულში “პალმეირასის” მცველი კატალონიურ გრანდს შეუერთდება.
ახალგაზრდა მცველს “ბლაუგრანას” ჯერ კიდევ გასული ოქტომბრიდან უკავშირებდნენ, ახლა კი როგორც ჩანს დაგეგმილია, რომ 22 წლის ფეხბურთელი ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას 2018 წელს მოირგებს.
“ამჟამად ის ბრაზილიაში რჩება, თუმცა 2018 წელს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში განაგრძობს კარიერას.” განაცხადა ფელიპე რუსომ FCInternews-სთან.
“მას ყოველთვის სურდა “ბარსელონაში” თამაში და ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაიმსხვრას მისი ოცნებები. ჩემი აზრით, ეს მისთვის საუკეთესო პროექტი იქნება.”
“ის აქ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს, რადგან უნდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდეს და თანაც, “პალმეირასში” თავს კარგად გრძნობს. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი აღარ შეიცვლება.”
მინა ბრაზილიურ გუნდში შარშან გადავიდა და სადებიუტო სეზონში ქვეყნის ჩემპიონატიც მოიგო.

