TEAMtalk იტყობინება, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ზაფხულში, შესაძლოა, სხვა კლუბს შეუერთდეს.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის ტრანსფერის წინააღმდეგი არ იქნება. დაიწერა, რომ რაკიტიჩით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მილანი” არიან დაინტერესებულნი.
აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიოს ნახევარდაცვა ჯერ არ გაუძლიერებია, “როსონერი” კი ფენომენალურ სატრანსფერო კამპანიას ატარებს. ივანის ხელშეკრულება 2020 წელს იწურება.



