მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაულინიო: “ბარსელონამ” “გუანჩჟოუს” ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა”

პაულინიო: “ბარსელონამ” “გუანჩჟოუს” ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა”

“გუანჩჟოუ ევერგრანდის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, პაულინიომ განაცხადა, რომ ის “ბარსელონაში” გადასვლის ვარიანტითაა დაინტერესებული.

“მე ფარისეველი არ ვარ, მე ძალიან გულახდილი ადამიანი ვარ. ცხადია, რომ “ბარსელონაზე” ვფიქრობდი.

მე მოლაპარაკებების კურსში ვარ. “ბარსელონაში” ტოპ-მოთამაშეებია. მათი შემოთავაზება უფრო მეტად სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით. ასეთი გუნდის ინტერესი მომწონს.

ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. მოთამაშეთა უმეტესობა არ საუბრობს იმაზე, თუ რაც არ მომხდარა, მაგრამ მე შემიძლია დავადასტურო, რომ “ბარსას” ინტერესი რეალურია.

ვიცი, რომ არის ოფიციალური შემოთავაზება. ვფიქრობ, 20 მილიონი ევროს ფარგლებში. “ბარსელონას” პრეზიდენტი “გუანჩჟოუს” ოფიციალურ წარმომადგენლებს ესაუბრება, მაგრამ ხელშეკრულება ჯერ-ჯერობით არაა.” – ციტირებს პაულინიოს Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში