მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იასპერ სილესენი “კრისტალ პალასში”?

იასპერ სილესენი “კრისტალ პალასში”?

ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი “ბარსელონას” სათადარიგო მეკარით ინტერესდება.

Diario AS-ის ინფორმაციით, კლუბის ახალ პრეზიდენტს, ფრანკ დე ბორს “კრისტალ პალასში” “აიაქსის” ყოფილი და “ბარსელონას” ამჟამინდელი 28 წლის ფეხბურთელის ხილვა სურს.

სილესენმა “აიაქსის” შემადგენლობაში 100 მატჩი ჩაატარა და ქვეყნის ჩემპიონი სამჯერ გახდა.

მეკარე “ბარსელონაში” შარშან გადავიდა 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ, თუმცა “ბრძოლაში” აშკარად დამარცხდა მარკ ანდრე ტერ-შტეგენთან და მხოლოდ კოპა დელ რეის მატჩებსა და ლა ლიგის ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გავრცელებული ცნობებით, სილესენი “პალასში” სტივ მანდანდას ჩაანაცვლებს, რომელიც “მარსელის” ინტერესის სფეროშია მოქცეული და კლუბის ძირითადი მეკარეც იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში