“ბარსელონას” ახალი თავკაცი, ერნესტო ვალვერდე ანდრე გომეშს ენდობა, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა კლუბმა, რომელიც არ სახელდება, ევროპის ჩემპიონის სანაცვლოდ კატალონიურ გრანდს 45 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ “ბლაუგრანამ” წინადადება უარყო.
2016/17 წლების სეზონში გომეშს უამრავი პრობლემა შეექმნა. მისი თამაშით უკმაყოფილო ქომაგები ახალგაზრდა ფეხბურთელს “კამპ ნოუზე” უსტვენდნენ. ადრე დაიწერა, რომ ანდრეთი ტურინის “იუვენტუსი” და “მანჩესტერი” ინტერესდებიან.



