workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუშინ “ბარსელონამ” კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა “ლა ლიგაში”, ერთ – ერთი გოლის ავტორი ლეო მესი გახლდათ, რომელმაც თავისი გოლი დედამისს მიუძღვნა, რომელსაც გუშინ დაბადების დღეს ჰქონდა.  Feliz Cumple Mami ! დაბადების დღეს გილოცავ  დედავ ( სიტყვა cumple ნიშნავს ბედნიერების სურვილს). მატჩის 33– ე წუთზე, მან თავისი მაისური აიწია და ყველას დაანახა წითელ მაისურზე დაწერილი ეს სიტყვები. ალბათ ძალიან გაუხარდებოდა ლეო მესის დედას, როდესაც ამას დაინახავდა. 
მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლა 40 წლის გახდა, გულშემატკივრებს ეს ფაქტი არ გამორჩათ და მოედანზე იყო ძალიან ბევრი ტრაფარეტი, რომელიც პეპ გვარდიოლა მე– 40 წელიწადს ულოცავდა დაბადებიდან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში