workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სარეზერვო გუნდის კაპიტანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

“ბარსელონა” სარეზერვო გუნდის კაპიტანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

“ბარსელონა ბ”-ს კაპიტანი, სერხი პალენსია კატალონიურ კლუბში რჩება.

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, უახლოეს დროში ის ახალ კონტრაქტს 2020 წლის ზაფხულამდე, 2021 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით გააფორმებს.

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე 21 წლის მცველის მთავარ გუნდში აყვანას აპირებს და პრე-სეზონის მატჩებში მისცემს შანსს, რომლებიც აშშ-ში გაიმართება.

ასევე მეორე გუნდიდან “ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობას მცველი მარლონი და ნახევარმცველი კარლეს ალენია შეუერთდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward