“ბეტისის” ხელმძღვანელობა ახლო მომავალში მადრიდის “რეალთან” დანიელ სებალიოსის ტრანსფერის საკითხის განხილვას არ გეგმავს. ამის შესახებ კომენტარი ანდალუსიური კლუბის პრეზიდენტმა, ანხელ არომაც გააკეთა.
“სებალიოსის ტრანსფერის თაობაზე “რეალთან” შეხვედრა დაგეგმილი არ გვაქვს.”-ციტირებს აროს სიტყვებს Marca.
ადრე “ბეტისის” ვიცე-პრეზიდენტმა, ლორენსო სერა ფერერამ განაცხადა, რომ “ბარსელონას” წარმომადგენლები სებალიოსის თემაზე მისი აზრით დაინტერესდნენ. ანდალუსიელები იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდა ესპანელი კლუბში მრავალი წლის განმავლობაში დარჩება.
“რეალის” უმოქმედობა და “ბარსელონას” ინტერესი სებალიოსის კატალონიურ გრანდში ტრანსფერის ალბათობას ზრდის.



